ელენე ხოშტარიას თქმით, წყნეთში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩეველს მოუწოდებენ, 41 ნომერი შემოხაზონ

ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, წყნეთში გარკვეულ უბნებზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია-პროპაგანდა ხდება.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამომრჩეველს მოუწოდებენ, 41 ნომერი შემოხაზონ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის მე-12 უბანზე უკვე დააფიქსირა. ელენე ხოშტარიამ ხმა მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ერთპარტიული მომავლის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით შეავსო
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე : მეორე ტურს აჭარაში რეალობის შეცვლა შეუძლია