ელენე ხოშტარია ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა

ელენე ხოშტარია ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა
წყნეთის ხევში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ხელისუფლება ფორმალურად ეუბნება, რომ ტერიტორიაზე ცხოვრება არ შეიძლება, თუმცა პრობლემას არ უგვარებს.
,,ორი წელი სრულდება, რაც ეს ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან მიტოვებულები არიან. ნაწილ მათგანს ეუბნებიან, რომ სტიქიის ზონაში არ ცხოვრობვენ, ნაწილს კი – აქ ცხოვრება არ შეიძლებაო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ გაიყვანეს. შვიდი თვეა, რაც ამ საკითხით ვარ დაკავებული. პრემიერ მინისტრს მივწერე, მერიას და გამგეობაშიც მივედი, თუმცა ამ ყველაფერს შედეგი ჯერ არ მოჰყოლია. დაზარალებული ოჯახები სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში ცხოვრებას აგრძელებენ. მაშინ, როდესაც გაჩნდა პოლიტიკური და კორუფციული ინტერესი მოსამართლის ძმასთან დაკავშირებით, 1 მილიონი ერთ წუთში ჩაურიცხეს. ამ თანხით, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა ადამიანის პრობლემა იქნებოდა მოგვარებული. მიწა მთლიანად ჩამოდის და შეიძლება ერთ დღეს მთლიანად ჩამოინგრეს. აღარ ვლაპარაკობ გაზაფხულზე, როდესაც დიდთოვლობის მერე უხვი ნალექი წამოვა. რამდენიმე დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ არა თუ წყალდიდობა, წვიმამაც კი შეიძლება ამ სახლების ნგრევა გამოიწვიოს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა დაზარალებულ ოჯახებს სწრაფად მოუგვარდეთ პრობლემა,’’-აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიშევარდნაძის დროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იზამდა, არ იკადრებდა
შემდეგი სტატიამესიჯებით იკვეთება, რომ ადგილი აქვს ძალიან იაფფასიან პროვოკაციას