ელენე ხოშტარია შს მინისტრის განცხადებაზე – ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით

ელენე ხოშტარია:

შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ზრუნავდეს საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, – ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ელენე ხოშტარია შს მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვით, გარკვეული პარტიები პროვოკაციებს გეგმავენ.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით.

„ხელისუფლება თავად არის დაკავებული ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობით, ძალადობით, დევნით და ამ პირობებში ეს განცხადება ცინიკურად ჟღერს. შს მინისტრი არის უმნიშვნელივანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ამ ინსტიტუტის პოლიტიზირება არის სერიოზული პრობლემა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამიტომ მის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო საგანგაშოა. შსს უნდა ზრუნავდეს საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მეფუტკრეთა კავშირი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიავახტანგ ბუცხრიკიძე „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს