ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელენე ხოშტარია ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება იყოს აღშფოთებული და მიმართავდეს თავის ქმედებებს ძალადობის წინააღმდეგ, ისინი მუდმივად ეძებენ თავისთვის სასურველ ახსნებს ასეთი ძალადობრივი აქტებისა და მთელ ენერგიას ხარჯავენ ამაზე. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მყისიერად სამარცხვინო ახსნა მზესუმზირის ჭამის და რაფინირებულობაზე საუბრის ამ კანდიდატთან დაკავშირებით. ეს არის დაუშვებელი.
გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ როდესაც გაიჟღერა კალაძის სახელმა ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, კალაძის, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის კორცხელთან, ასევე არა ერთხელ გაიჟღერა მისმა სახელმა კრიმინალურ პროცესებთან კავშირში.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ის ძალადობრივი გარემო, რომელიც მიმართულია ოპონენტების წინააღმდეგ, არის არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პრობლემა, ან ზოგადად, არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა, არამედ მთლიანად საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის საერთო პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან გამოიწვია ადამიანების პირდაპირ ჩახოცვა ქუჩაში.

ყველას მინდა ვუთხრა, ხელისუფლება ვერ მოახერხებს საარჩევნო პროცესის ჩაშლას, ვინმეს დაშინებას ან ქვეყანაში არეულობის გამოწვევას. ჩვენ ძალიან მტკიცედ, მშვიდად და დემოკრატიულად შევცვლით ამ ხელისუფლებას.“- განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : არჩევნებში მეორე ტურს თავისი ხიბლი აქვს
შემდეგი სტატია2017 წლის ბიუჯეტში “ოცნების” დაპირებები არ ასახულა – სერგო რატიანი