ელენე ხოშტარია მიმართვას ავრცელებს

ელენე ხოშტარია:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარია განცხადება ხვალინდელ განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ხვალ განმეორებითი მნიშვნელოვანი არჩევნები ჯიხაშკარში, განმუხურსა და ყიზილაჯლოში ჩატარდება. ამ უბნებზე ძლიერი პოზიცია გვქონდა და ამიტომაც ჩაშალეს.

ამომრჩეველს მოვუწოდებთ მშვიდად და მტკიცედ მივიდნენ უბნებზე და თავისი ნება გამოხატონ, იმისათვის, რომ გამარჯვება დავიცვათ, რომელიც ჩვენი ღირსეული კანდიდატებისთვის დამსახურებულია.

ეს მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება მეორე ტურებისთვის და ასევე იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ყველანაირად შევეწინააღმდეგოთ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას მოვუწოდებ საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე უზრუნველყონ, მათი მოვალეობა შეასრულონ, რათა უბნებზე კრიმინალები არ შეიკრიბონ.

განმეორებითი არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არის არამარტო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნისთვის და ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ თავის ვალდებულებას პასუხისმგებლობით მიუდგეს’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშირისთვის უხდის ნოდარ ჯავახიშვილი ქუთაისელებს ბოდიშს?
შემდეგი სტატია“კოორდინატორებმა ვისაც ვენდობოდით არჩევნებზე ჩვენ საწინააღმდეგოდ იმუშავეს”