ელენე ხოშტარია : ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ, პატიოსან, წესიერ მოქალაქეებზე და ქალაქის სტუმრებზე თავდასხმა და ძალადობა

„ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალ, პატიოსან, წესიერ მოქალაქეებზე და ქალაქის სტუმრებზე თავდასხმა და ძალადობა,“ – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს.

ელენე ხოშტარიას თქმით, სახელმწიფომ აღნიშნული სპეცოპერაციებით ადამიანის უფლებები დაარღვია და კლუბში შეკრებილი ადამიანები დაარბიეს.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სახელმწიფოს არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგია ის, რომ ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალებებით იღუპებიან.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს კრიმინალის პრობლემა და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ზუსტად ამ კრიმინალის ზრდას. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან ნარკოტიკისგან და ესეც არის არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგი და ნაცვლად იმისა, რომ ამას ებრძოლოს ხელისუფლება, ისინი გადავიდნენ თავისუფალი, წესიერი მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიეს არის მცოცავი, მზარდი დიქტატურა, როდესაც ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას – ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატიაადვოკატი – კაფე „გალერის“ დაკავებული დაცვის უფროსი დუმილის უფლებას იყენებს