ელენე ხოშტარია : “ახალციხეში “ენმ”-ს შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ, რომელშიც გუბერნატორიც მონაწილეობდა”

რამდენიმე წუთის წინ ახალციხეში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით დარჩიაშვილსა და ამ რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ფიზიკურად გაუსწრდნენ.

როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, ფიზიკურ დაპირისპირება ახალციხის გამგებლის თანდასწრებით მოხდა.

,,ცოტა ხნის წინ დავით დარჩიაშვილსა და შტაბის წევრები აწარმოებდნენ შეხვედრებს , მათთან მყოფ ერთ-ერთი ადამიანს,რომელიც იყო კამერით, დაეწია მას გუბერნატორის მანქანა და გუბერნატორის თანდასწრებით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გუბერნატორი მომხდარ ფაქტში მონაწილეობას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: ისე ვიქნებით პარლამენტში, რომ ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც „ნაცმოძრაობამ“ თავი კომფორტულად ვერ იგრძნოს
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, ახალციხეში მომხდარ ფაქტზე საქმე 178-ე, ძარცვის მუხლით აღიძრა