არჩილ გეგეშიძე ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა

ელჩი არჩილ გეგეშიძე ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა

gegeshidzeამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა.

2030.news-მა კითხვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ზალაკალიანს, თუმცა მან შესაბამის კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

როგორც ცნობილია, ელჩი გეგეშიძე საქართველოს საგარეო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ თბილისში გამოიძახა.

არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში საქართველოს ელჩის ამ განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.

“ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა”, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს – საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს
შემდეგი სტატიაჯონ კერი – მემორანდუმი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და ეფექტურობას გაზრდის