ეკვადორში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 413-მდე გაიზარდა

16 აპრილს ეკვადორში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა. დაშავებულია ორი ათასზე მეტი ადამიანი.

ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ სტიქიურ უბედურებას ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე საშინელი ტრაგედია უწოდა.

7,8 მაგნიტუდის სიმძლვარის მიწისქვეშა ბიძგებმა ეკვადორის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქებში შენობები თითქმის მთლიანად გაანადგურა, დანგრეულია გზები.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მობილიზებულია 14 ათასი სამხედრო და სამართალდამცველი. ეკვადორში მეზობელი ქვეყნებიდან გაგზავნილია ჰუმანიტარული დახმარება და სამაშველო რაზმები.

banner
წინა სტატიაში3000–ლარიანი პენსია დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერისთვის – პარლამენტმა ინიციატივის განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიახანძარი ლილოს დასახლებაში ლიკვიდირებულია – წინასწარი მონაცემებით, საუბარია ნახევარი მილიონის ზარალზე