ეკში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარე IX-XVIII სს-ის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცნობები მონასტრისა და მისი ნაგებობების აგების შესახებ არ მოიპოვება.

„კომპლექსი მოიცავს ეკლესიას – IX-X სს-ის მიჯნა (მოიცავს უფრო ადრინდელ ფენას); ეკლესიის კარიბჭეს – XIII-XIV სს; სასახლეს – XIII-XIV სს; სამრეკლოს – XIII–XIV სს-ის მიჯნა; გალავანს–X, XVII- XVIII საუკუნეები. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცნობები მონასტრისა და მისი ნაგებობების აგების შესახებ არ მოიპოვება. მონასტერში ცენტრალური ადგილი უკავია იოანა ნათლისმცემლის ეკლესიას, მისგან ჩრდილო-დასავლეთით სამრეკლო და სასახლე დგას,რომელსაც აღმოსავლეთიდან უერთდება დანგრეული,მიწასთან გასწორებული შენობათა ნაშთები.ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ისეთივე მდებარეობა აქვს,როგორსაც ციხეების ასაგებად არჩევდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას
შემდეგი სტატიასტამბოლში კრიმინალური გარჩევის შედეგად გოჩა ალფაიძემ (ალფასონა) ქურდის სტატუსი დაკარგა!