„ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე ომის შემდგომ მსოფლიო კრიზისის დროს იყო“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 1, 2016 12:59

„ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე ომის შემდგომ მსოფლიო კრიზისის დროს იყო“

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკური ზრდა უფრო მცირეა, ვიდრე ეს 2008 წელს ომის დროსა და შემდგომ, მსოფლიო კრიზისის დროს იყო.

„როდესაც ინვესტიცია, ექსპორტი, იმპორტი მცირდება, ლარი კი ხელოვნურ სუნთქვაზეა, ბუნებრივია ეკონომიკა მცირდება. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით იანვრის მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც სამწუხაროდ 0.8%-ს შეადგენს. ესაა 3.8%-ჯერ ნაკლები, ვიდრე დაგეგმილი იყო.

ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში საოცრად შემცირებულია. მხოლოდ იანვრის მონაცემები, რომ ავიღოთ და 2015 და 2016 წელს შევადაროთ, ვნახავთ რომ ის კატასტროფულად შემცირებულია. ეკონომიკა უკან მიდის.

2004-2007 წლებში, საუბარია ომამდე და მსოფლიო კრიზისამდე, საშუალოდ წლიური ზრდა 9.4% იყო. თუ ამ წლებს გავაერთიანებთ ომის შემდგომ პერიოდთან, ანუ 2004-2012 წლებთან, ვნახავთ, რომ საშუალოდ ეკონომიკური ზრდა 6.2% იყო. ხოლო 2013-2015 წლებში ეს 3.5% შეადგენს.

მნიშვნელოვანია კითხვა – სად ვიქნებით მომავალში ასეთი განვითარებით? თუ ჩვენ 0.8%-ით გავიზრდებით, ბელგიის დონეს 321 წელიწადში დავეწევით, ხოლო ესტონეთს 210 წელიწადში. თუ მთავრობა, დაგეგმილი რაც აქვს, ანუ 3%-ს წლიურ ზრდას მიაღწევს, ბელგიის დღეავდენლ დონეს 87 წელიწადში, ესტონეთისას კი 57 წელიწადში დავეწევით.“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 1, 2016 12:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics