ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნოდარ ჭიჭინაძეს კახაბერ გვანცელაძე შეცვლის

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნოდარ ჭიჭინაძეს კახაბერ გვანცელაძე შეცვლის.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ საკრებულოს გლდანის რაიონის გამგებლად დიმიტრი ორმოცაძის და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად კახაბერ გვანცელაძის კანდიდატურები წარუდგინა.

საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატურები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც დეპუტატებმა დადებითად რეკომენდაცია მისცეს.

დიმიტრი ორმოცაძის და კახაბერ გვანცელაძის კანდიდატურები საკრებულოს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნოდარ ჭიჭინაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თვითმმართველ ორგანოში ქალაქის მერის წარმომადგენლად გოგიტა მამფორიას კანდიდატურა განიხილეს.

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას მერიის სოციალური მომსახურების და ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება
შემდეგი სტატიაუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს