ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება შესაძლოა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდეს

საქართველოს მთავრობა მუშაობს დამატებით საკანონდებლო ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევეში მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონდმებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი უქმდება ქვეყანაში და მხოლოდ და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება.

„ასევე, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. მაგალითად, ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს განაჩენის გარეშე არ იქნება შესაძლებელი, ესეც მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებაზე, როგორიცაა კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირება, ასევე ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმცხეთიდან ავტობანი შესაძლოა, ვლადიკავკაზამდე გაგრძელდეს
შემდეგი სტატიამოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, გახმაურებული საქმეებიდან აცილებას ითხოვს