ეკონომიკის სამინისტროში ხანძარი ლიკვიდირებულია – მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი

ქუთაისში აფეთქება მოხდა

ხანძარი იყო ეკონომიკის სამინისტროს შენობაში. შეტყობინება სახანძრო სამსახურში დილის 6 საათისთვის შევიდა. ცეცხლი მე-6 სართულზე გავრცელდა, დამწვარია სამი ოთახი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ხანძრის შედეგად დამლაგებელი მსუბუქად დაშავდა.

როგორც სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ამ წუთებში ეკონომიკის სამინისტროს შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ. როგორც აცხადებენ, სამუშაო პროცესი დღის განმავლობაში განახლდება.

ეკონომიკის სამინისტროში 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი. ადგილზე სახანძრო სამსახურის 10 ბრიგადა მუშაობდა. ამ ეტაპზე ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა რჩება.

banner
წინა სტატიაშიშორენა ბეგაშვილის შვილს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება
შემდეგი სტატია“ვშიშობ, რუსეთისთვის საქართველო მარტივ სამიზნეს წარმოადგენს”