„ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტი არის და და რჩება კერძო სექტორზე ორიენტირებულობა“

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი უწყების მთავარი პრიორიტეტი კვლავ კერძო სექტორის განვითარება და მისი სტიმულირებაა.

მინისტრი აცხადებს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ექსპორტის განვითარებისთვის მეტი რეფერენცირებული სავაჭრო რეჟიმები მოიპოვონ სხვადასხვა ქვეყნებიდან.

„ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი არის და და რჩება კერძო სექტორზე ორიენტირებულობა. კერძო სექტორი არის ჩვენი სექტორის ეკონომიკის მამოძარვებელი და მისი სტიმულირება, როგორც პოლიტიკის, ასევე ინსტრუმენტის დონეზე, იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა. როგორც ვაჭრობის პოლიტიკის გამტარებელი უწყება, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი რეფერენცირებული სავაჭრო რეჟიმები მოვიპოვოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ სავაჭრო ბლოკებიდან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქცია თუ მოსმახურება დაუყოვნებლად შევიდეს სხვა ქვეყნებში. ასევე ხელს შევუწყობთ ინოვაციების განვითარებას”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტყემალაძე ვარაუდობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გაზაფხულზე განხორციელდება
შემდეგი სტატიაპარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს დავით უსუფაშვილი ხვდება