ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვიურად ქირას – 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის

news
: news მარტი 2, 2016 19:21

ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვიურად ქირას – 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჭოველიძის ქუჩა #10-ში მდებარე შენობისთვის, სადაც უწყების დროებით განთავსება იგეგმება, ყოველთვიურად ქირას – 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ თბილისში, ჭოველიძის ქუჩა 10-ში მდებარე შენობა შპს “ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან” 2016 წლის ბოლომდე იქირავა.

ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ შენობაში მუშაობას აპრილიდან გააგრძელებს.

“შენობა, სადაც დროებით გადავდივართ, 7 500 კვ.მ-ია და ეს ფართი უსათუოდ გვჭირდებოდა სამინისტროსთვის. თქვენ გახსოვთ, რომ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ჩვენი შენობა გასულ წელს აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გამოვიტანეთ და 9 მლნ 500 ათას დოლარად გავყიდეთ. ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენივე თხოვნით, გათვალისწინებულ ვადაზე 3 თვით მეტხანს გაგვაჩერა ამ შენობაში. ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობაში ეკონომიკის სამინისტრო 1 აპრილიდან გადავა”, – განაცხადა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისში, ჭოველიძის ქუჩა 10-ში მდებარე შენობა შპს “ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან” 2016 წლის ბოლომდე იქირავა. ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. შენობა სრულად უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავეჯით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პარკინგით. სამომავლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.

news
: news მარტი 2, 2016 19:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics