ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ანაკლიის პორტის პროექტის გადახედვას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ანაკლიის პორტის პროექტის გადახედვას გეგმავს.

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებთან განაცხადა.

კონკრეტულად რა შეიძლება შეიცვალოს დღეს არსებულ პროექტში, ქობულიას აღარ დაუკონკრეტებია.

ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში მთლიანობაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველაზე მეტი კითხვა ეკონომიკისა და ფინანსთა ახალი მინისტრების მისამართით ისმოდა.

„ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო, ასეა თუ ისე, ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება, ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ეს არის განსახილველი პრიორიტეტი. მე ვამბობ, რომ აქ არის ამ საკითხზე ლაპარაკი კომპლექსურ შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხადოთ ამას. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი საქართველოში და როგორ შეიძლება, ეს პრიორიტეტი არ იყოს,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ამ ქვეყანაში არ „ვაბლატავებთ“
შემდეგი სტატიაამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს საერთოდ არ ვფიქრობ – ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი