ქუმსიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა. დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ სასურველიაქ ამ საკითხზე გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული.

ქუმსიშვილმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ ათონელზე მდებარე რეზიდენციის არსებული სახით შენარჩუნება მთავრობას თანხა უჯდება.

“ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია დავამატო გულისტკივილით, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ, სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იყოს მიღებული,” – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ რუსთავი 2 იქნება ისეთივე კრიტიკული, როგორიც იყო ყოველთვის”
შემდეგი სტატიასამი შვილის დედა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს – მკვლელობა ტყიბულში