ეკოლოგია და ტრანსპორტი ჩვენთვისაც პრიორიტეტულია – კალაძე NDI-ს კვლევაზე

დედაქალაქის მერი NDI-ს გამოკითხვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ინფრასტრუქტურული საკითხები, რომელიც მოსახლეობამ მნიშვნელოვან საკითხებად დაასახელა, მის საარჩევნო პროგრამაშიც პრიორიტეტულია.
„ეკოლოგია და ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ძირითადი მიზანი – ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. უკვე დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. მიზანია, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად ჩანაცვლდეს ყვითელი ავტობუსები. ასევ, მოგვარდეს საცობების პრობლემა. ეს მასშტაბურ და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
NDI-ის კვლევის თანახმად, კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც ქალაქს/სოფელს აწუხებს, გარემოს დაბინძურება – 42%, საგზაო მოძრაობა – 34% და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 33% დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პატარაძე სარფში აქციის მონაწილეებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველო ვერ იქნება მოწინავე ქვეყნების სიაში, რადგან ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი – თინათინ ბოკუჩავა