”ეხო მასკვის” რედაქციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და გადაცემის წამყვანი ყელის არეში დაჭრა

თავდასხმა მოსკოვში – ”ეხო მასკვის” რედაქციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და გადაცემის წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი ყელის არეში დაჭრა. თავდამსხმელი დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს.

დაჭრილი ჟურნალისტი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმას წამყვანის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირებენ და მოტივად პირადი კონფლიქტი სახელდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს შეხვდა