ეხლა ბიძაჩემი მირზა სუბელიანი მოვა და დაალაგებს ყველაფერსო მითხრა მიხეილ კალანდიამ

“ეხლა ბიძაჩემი მირზა სუბელიანი მოვა და დაალაგებს ყველაფერსო მითხრა მიხეილ კალანდიამ.
მოვიდა მირზა სუბელიანი,მივესალმე და მიხეილმა დაბლა ჩავიდეთო და ჩავედით.
ნუ ნერვიულობ ბიძაჩემი ხო იცი რა მაგარი პროკურორიცაა და ყველაფერს მოაგვარებს მითხრა მიხეილმა.
ამბობს ბრალდებული რომელიც ეს წუთია იკითხება.- ამ ინფორმაციას მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე “ფეისბუქით” ავრცელებს პროცესიდან, რომელიც საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს
“ტფუი საქართველოს პროკურატურას.
ტფუი ძალოვან სტრუქტურებს.
ტფუი სახელმწიფოს რომელიც მკვლელებს იცავს.” წერს სარალიძე

banner
წინა სტატიაშიხობში ტაძრის იუბილესთან დაკავშირებით სასულიერო პირები რუსეთიდანაც ჩამოვიდნენ
შემდეგი სტატიამოსკოვი მზად არის, ნატო-ს ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე რეაგირება მოახდინოს