ეკატერინბურგში “ისლამური სახელმწიფოს” შვიდი წევრი დააკავეს

12რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 7 წევრი დააკავა, რომლებიც მოსკოვში “რეზონანსული ტერაქტების” მოწყობას აპირებდნენ – ნათქვამია რუსეთის სპეცსამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
როგორც სტრუქტურა ირწმუნება, ჯგუფს ხელმძღვანელობდა თურქეთიდან ჩამოსული ისლამური სახელმწიფოს წევრი.
ჩხრეკისას დაკავებულებს აღმოაჩნდათ “ხელთნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების ლაბორატორია, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ელექტროდეტონატორები, ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, ექსტრემისტული ლიტერატურა და სხვა” – წერს “ბიბისი”.
ტერაქტების ჩადენის შემდეგ ისლამისტები სირიაში წასვლას გეგმევდნენ.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაში6 ადამიანი დაშავდა ლეოპარდის დაჭერის პროცესში
შემდეგი სტატია“საუბარია ხეების გადატანაზე რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს” – ზაქარია ქუცნაშვილი