ეკა ზღულაძე და ხატია დეკანოსიძე თანამდებობებს ტოვებენ

უკრაინაში საპატრულო პოლიცია პირველად კიევში, 4 ივლისიდან ამოქმედდებაუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს გადაწყვეტილი აქვს დატოვოს თანამდებობა. ამის შესახებ იტყობინება უკრაინულია მედია. ინფორმაციის თანახმად, მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება, რომელიც ჯერ არ არის შეთანხმებული ამ უწყების მინისტრთან არსენ ავაკოვთან. ზღულაძის წასვლის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მიზეზად სახელდება უკრაინაში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმის კრახი. კორუფციული სქემებისა და მაქინაციების მეშვეობით სასამართლოები უკან აბრუნებენ სამინისტროს ძველ თანამშრომლებს, რომლებმაც ვერ გაიარეს ხელახალი ატესტაცია, ხოლო ახლების აყვანა შეგნებულად ფერხდება. უკრაინული მედიის ცნობით, თანამდებობის დატოვება აქვს განხრახული ხატია დეკანოსიძესაც, რომელიც უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობს.

 

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ე.წ. კახური კლანი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს
შემდეგი სტატია(video) შალვა ნათელაშვილი:”ყველაზე უბედური კაცი ბიძინა ივანიშვილია”