ეკა მიშველაძის სარჩელზე შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი

დღეს სრულდება არსებითი განხილვა პრეზიდენტის პრეს სპიკერის ეკა მიშველაძის სარჩელზე, რომელიც მისი საზოგადეობრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებას ეხება. არ არის გამორიცხული მოსამართლის გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი.

დაცვის მხარე საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ეკა მიშველაძის გადაცემა დაიხურა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სარჩელის მიხედვით, მხარე მიშველაძის სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციას და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიგამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაუფასო აქცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღებისთვის