ეკა მიშველაძე – ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში

news
: news თებერვალი 26, 2016 16:39 განახლებულია

ეკა მიშველაძე – ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში

მნიშვნელოვანი

  • ვინც ეს ჩაიდინა უნდა იყოს ციხეში, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განუცხადა.

სხვა სტატიები

ვინც ეს ჩაიდინა უნდა იყოს ციხეში, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განუცხადა.
როგორც ეკა მიშველაძემ აღნიშნა, თავდასხმის დეტალების შესახებ არაფერი იცის, მხოლოდ ის იცის, რომ ეს მოხდა ლევან მიქელაძის საფლავზე.
ეკა მიშველაძე იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები ამ საქმეს სწრაფად გამოძიებენ.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია უზუსტესად გამოიკვლევს რა და როგორ მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. ის ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში. უახლოეს მომავალში ველოდებით პასუხებს კითხვებზე, რატომ და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
რაც შეეხება დაკითხვაზე მის დაბარებას, მიშველაძემ აღნიშნა, რომ მივა და რისი თქმაც შეუძლია ყველაფერს იტყვის.

news
: news თებერვალი 26, 2016 16:39 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics