ეკა მიშველაძე – პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

eka-mishveladzeპრეზიდენტი ვერ წაართმევს სასამართლოს მართლმსაჯულების სრულად განხორციელების უფლებას, თუმცა ხედავს რა, რომ „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს კითხვები, პრეზიდენტი დააკვირდება ყურადღებით პროცესის მიმდინარეობას, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი პატივს სცემს ინსტიტუციებს და არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას,

„პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი, რაც მან არაერთხელ დაამტკიცა წლების განმავლობაში. ინსტიტუციების გამართულად მუშაობა არის სწორედ ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტი. პრეზიდენტი პატივს სცემს ინსტიტუციებს და არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოს უნდა მიეცეს გამართულად მუშაობის საშუალება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოსაც, რაზეც ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სამი მოსამართლე ჯერ კიდევ ელოდება პარლამენტისგან დამტკიცებას, რომ შეუდგნენ საკუთარ საქმეს”,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიდავით კოღუაშვილმა ორიოდ დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა