ეკა მიშველაძე: მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა არჩევნების მეორე ტურში

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა არჩევნების მეორე ტურში, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მომავალი – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის როგორც შესაძლებლობა, ასევე საფრთხე”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის პირველი ვარიანტიდან ადრესატთა სიიდან პრეზიდენტის ამოღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. „სწორად ამოიღეს პრეზიდენტი ადრესატების სიიდან”, – განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობის გამო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიატრისტან წითელაშვილი: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიამ ერთ-ერთ ახალგაზრდას ესროლა