ეკა მიშველაძე: აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დღეს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს ეხმაურება:

“ქვეყანა, სადაც თავს ვერც ერთ კონტექსტში უსაფრთხოდ ვერ გრძნობ, სადაც დღისით მზისით გესვრიან, ჩაქუჩით და დუბინკით გისწორდებიან და ამაზე პასუხისმგებელი არავინაა, სადაც არავის პირადი ცხოვრება დაცული არ არის, სადაც მუდმივი შიშის ქვეშ ხარ, რომ ან მოგკლავენ ან რაღაცას შეგითითხნიან ან სამსახურიდან ნებისმიერ წუთს უმიზეზოდ გაგიშვებენ, იმიტომ რომ ვიღაცას ასე სურს, სადაც ყველაგან და ყოველ ნაბიჯზე საფრთხე გემუქრება, სადაც ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ იღებ და არც არავინაა პასუხისმგებელი! აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება!”, – წერს მიშველაძე.

 

banner
წინა სტატიაშიალექსი პტერიაშვილი: “უპატრონო უკონტროლო უწესო სივრცე დაერქმევა ქვეყანას!”
შემდეგი სტატია“შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერთა მიმართ ფარული კადრების გამოქვეყნების საკითხი”