ეკა გიგაური – წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად სამი თვეც საკმარისი იქნებოდა

ვფიქრობ, წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად სამი თვეც საკმარისი იქნებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა, რითაც წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან ამოქმედების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც გიგაურმა განმარტა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ცესკოს მუშაობა მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა იციან, როდის იქნება არჩევნები. ასევე კარგია, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა, ვფიქრობ, სამი თვეც საკმარისი იქნებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რაც უკავშირდება ცესკოს ხარჯებს. წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მუშაობა ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უზარმაზარი ხელფასები და პრემიები მიუღებელია”, – განაცხადა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე მოსახლეობას სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი პრეზიდენტზე – მის ნამუსზე იყოს