ეკა გიგაური : იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე კრიზისის დაძლევას მოახერხებს

მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დასრულდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჰყავს თამჯდომარე,- ასეთი კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ.

მისივე თქმით, პროცესის დასრულება საჭირო იყო, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურად გაეგრძელებინა მუშაობა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თმვჯდომარე მოახერხებს იმ კრიზისის დაძლევას, რომელიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტიელბას განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ამ სამქეებზე გადაწყვეტილებას ელოდება საზოგადოება. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავლში საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგს გავაგრძელებთ და ვაპირებთ აქტიურობას, სხვადასხვა საქმეებზე სარჩელების შეტნას“,-აღნიშნა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო უაღრესად დასუსტდა
შემდეგი სტატიაბელგიის პრემიერმა ალეპოს დაბომბვა უარყო