ეკა გიგაური – განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს

მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი და მიგვაჩნია, რომ განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდის გადახალისების მოთხოვნა საზოგადოებას ჰქონდა და მნიშვნელოვანია მინისტრთა კაბინეტი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტდეს.

„მნიშვნელოვანია პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები შეირჩნენ მინისტრთა თანამდებობებზე. ცხადია საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ გადახალისებულიყო სამთავრობო გუნდი, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი რეფორმების განხორციელება. იუსტიციის სამინისტრო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი და ვთვლით, რომ განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდათ დაიკავოს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიგახარია, ბახტაძე, ცქიტიშვილი – კვირიკაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება
შემდეგი სტატიასააკაშვილი: გველოდე ყვარყვარე, მოვდივართ!