ეკა გიგაური: “ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლაც მიიყვანს ბოლომდე ამ გამოძიებას”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 20:45

ეკა გიგაური: “ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლაც მიიყვანს ბოლომდე ამ გამოძიებას”

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.

„მთავარი, რაც ჩვენ გავიგეთ ამ შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ მათი დიდი სურვილი არის ეს საქმე გამოძიებული იქნას და დადგინდეს ყველა ის პირი, რომელიც ერთის მხრივ, ჩართული იყო მკვლელობაში და მეორეს მხრივ ის პირები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ გამოძიებაზე. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წუხილები აქვს ზოგადად ზაზა სარალიძეს, მაგრამ ამავდროულად, ვისაუბრეთ რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა, ჩვენ გვაქვს უბრალოდ იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლაც მიიყვანს ბოლომდე ამ გამოძიებას“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 20:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics