ეკა გიგაური : არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა

არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, საარჩევნო უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად გაიხსნა და დაიხურა. კენჭისყრის და შედეგების შეჯამების პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დამკვირვებლებმა 70-მდე მეტნაკლებად სერიოზული ძირითადად პროცედურული დარღვევა აღმოაჩინეს.

“ჩვენს მიერ დაიწერა 11 საჩივარი. აღნიშნულ დარღვევებს ამომრჩევლის ნების ფორმირებასა და არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნებოდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ სამივე დონეზე ძირითადად დამაკმაყოფილებლად იმუშავა. ცესკო მთლიანობაში დროულად უზრუნველყოფს კენჭისყრის შედეგების შეჯამებასა და გამოქვეყნებას. ეს უწყება პერიოდულად ატარებდა ბრიფინგებს ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით”, – განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მარკირების გარეშე ხმის მიცემის მცდელობის 17 შემთხვევა, წილისყრაზე მონაწილეობაზე უარი – 5, ფიზიკური დაპირისპირება უბანზე/უბანთან – 4 შემთხვევა, პრობლემური დისბალანსი -4, უბანზე დამკვირვებლების არ შეშვება – 3, ხმის ფარულობის დარღვევა-2, გადასატანი ყუთის პრობლემა – 2, აგიტაცია უბანზე -2, ვადაგასული დოკუმენტით ხმის მიცემის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიებზე, რომლებიც ყველა არჩევნებზე გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციით.
საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის ცვლილება, მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს. აუცილებელია ყველა დაფიქსირებულ დარღვევაზე დროული რეაგირება მოხდეს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ,როგორც მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომებზე, ასევე უფრო სერიოზულ დარღვევებზე, რომელზეც საუბარი იყო როგორც არჩევნების დღეს ისე წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაიწყოს მსჯელობა საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რათა პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმები პროპორციულად აისახოს მათ მანდატებზე.

banner
წინა სტატიაშიჰერმანი: ველოდები ეუთოს ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი : აი ესაა ჩვენი უბედურება