ეკა ბესელიას თქმით ევა გოცირიძეს ევროსასამართლოსთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატს შორის ევა გოცირიძის მოხვედრასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობას კითხვები არ აქვთ. ეკა ბესელიას თქმით, ევა გოცირიძის შერჩევის მიზეზი მისი გამოცდილება გახდა.

„ევროსასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი, პირველი ეტაპი გამჭვირვალე, ღია იყო. კომისია მრავალფეროვანი იყო, მასში მონაწილეობდა ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც ჩართული უნდა იყოს ამ ტიპის შერჩევის პროცესში. საბოლოო შედეგებით ის ხუთეულში მოხვდა იქიდან გამომდინარე, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს ევროსასამართლოსთან მუშაობის, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამეცნიერო ნაშრომებით, სამართლის დოქტორია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

„მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება იყო, არის და იქნება პოლიტიკური, პროცესები პოლიტიზირებულია,“- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ხუთი კანდიდატიდან მთავრობა, სამს შეარჩევს, მათგან კი ერთს საბოლოოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები შემოდგომაზე დაამტკიცებენ.

banner
წინა სტატიაში“გადაკვალიფიცირება რომ სჭირდება ამ საქმეს, ეს თვალსაჩინოა, ისეთი დაზიანებები აქვს ალექსი პეტრიაშვილს მიღებული”
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას