ეკა ბესელია : ვარშავის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ახალი პაკეტი მივიღეთ

ვფიქრობ, მოლოდინი ადეკვატური იყო, შედეგებიც შესაბამისი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ახალი პაკეტი მივიღეთ, – განაცხადა ეკა ბესელიამ ვარშავის სამიტის კომენტირებისას.

მისივე თქმით, ქვეყანა წინ მიიწევს, რაც ევროინტეგრაციის პროცესს აჩქარებს.

„ახალ დოკუმენტში, რომელშიც საქართველო ბევრჯერ არის ნახსენები, შემოთავაზებულია უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა, კიდევ უფრო უკეთესი სტანდარტები. ეს ქვეყნისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას საფრხთეების თვალსაზრისით, რომელსაც სჭირდება ძლიერი პარტნიორები, კარგი შესაძლებლებლობაა. ასე რომ ნაბიჯებს ვდგამთ წინ და ეს ყველაფერი აჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიმდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაშემოდგომაზე საქართველოში ნატოს შემფასებელთა 33-ე კურსი პირველად ჩატარდება – „ჩარლი“ ასეული ნატოს პირველი დონის შეფასებას გაივლის