ეკა ბესელია: თუ კითხვას ვსვამთ, ვის ინტერესებშია არეულობა, სამწუხაროდ, არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

„ვის არ აწყობს ასეთი მოვლენები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ზოგადად ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლება,“ – გუშინ გივი თარგამაძის ავტომობილზე განხორციელებულ თავდასხმას ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეკა ბესელია, ეხმაურება და აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია ქვეყანაში შვიდობიან საარჩევნო გარემოზე და მათ ინტერესებშია, რომ გარემო იყოს მშვიდობიანი. მან გამოძიების დალოდებაზე მიუთითა.

„ვის არ აწყობს ასეთი მოვლენები არჩევებამდე რამდენიმე დღით ადრე და ზოგადად ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლება და ეს არის ყველა ის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ღირებულია ადმიანი. არც გივი თარგამაძის და არც რომელიც სხვა ჩვენი მოქალაქის თუ ოპონენტის მიმართ რაიმე ძალადობრივი გამოვლინების მსურველები და მომხრე არ ვიქნებით არასდროს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ მომხდარის შემდეგ, ხელისუფლების მიერ, მათ შორის პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება “ყველა პრეზუმციას და სტანდარტს იცავდა”.

„დადგმული ტერაქტები, დადგმული სხვადასხვა ტიპის რევოლუციური სცენარები და მათ შორის ჯაშუშებად ადამიანების მონათვლა, აფეთქებები, რომლებიც იდგმებოდა, გვახსოვს ეს, და რომლის ავტორი იყო ნაციონალური მოძრაობა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„პრეზუმციას ნამდვიად არ დავარღევ და არ მინდა დავრწუმდე ამ ეჭვებში, რომელიც გამოითქვა, მაგრამ თუ ვის ინტერესდებშია, თუ კითხვას ვსვამთ, არეულობა, სამწუხაროდ, არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი არჩევნები ჩავატაროთ,“ – აღნიშნა ბესელიამ და დაამატა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გარემო თავისუფალი იყოს.

„როდესაც რამდენიმე წუთში, ბოკერია გამოდის და არც ელოდება გამოძიების პირველად მონაცემებს და ამბობს, რომ ეს არის ივანიშვილის და ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი და მათი შესრულებული ძალადობრივი აქტი, დიახ, ჩვენი პასუხი იქნებ ამაზე, რომ ასეთი ძალადობრივი ხელწერა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც წარმოადგენდა ბატონი თარგამაძე. მსგავს სიგიჟეს, მსგავს წარმოუდგენელ ძალადობრივ ფაქტს და ასეთი მასშტაბის უკანონობას არასოდეს არ მოიფიქრებს და დაგეგმავს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: თუ სულ ამდენი ადამიანია “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს მათ შეძლონ ბარიერის გადალახვა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ივანიშვილო, რამდენჯერაც არ უნდა გვესროლო, მაინც მოგიგებთ არჩევნებს