ეკა ბესელია : სტრასბურგის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2018 12:06

ეკა ბესელია : სტრასბურგის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

როგორც ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ განუცხადა, სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება.

„მნიშვნელოვანია სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობამ ტატუნაშვილის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი უფლების დარღვევის გამო.

კონვენციის მეორე მუხლი სიცოცხლის უფლებას ეხება, რომლის ხელყოფა და დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. როცა ამ მაღალი ღირებულების დარღვევა ხდება, სახელმწიფო სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავს.

საქმეებში, რაც ჩვენს სამართლებრივ-პოლიტიკურ შესაძლებლობებს შეიძლება ცდებოდეს, სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება მნიშვნელოვანია. სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება და მას მხოლოდ სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 8, 2018 12:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,625
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics