ეკა ბესელია: სპორტსმენები, რომლებიც კორცხელში იყვნენ, ჩვენი მხარდამჭერები არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესლია გუშინ სოფელ კორცხელში არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებეს. ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ბესელიამ აღნიშნა, რომ ძალადობას არავითარი გამართლება არ აქვს და „ქართული ოცნება“ მსგავს ქმედებებს ემიჯნება:

“ისინი არიან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და წევრები. პარტიის მხარდამჭერი რატომ არის საარჩევნო უბანზე – ასეთი კითხვა, არ მგონია, რელევანტური იყოს. იქ მხოლოდ სპორტსმენები არ იყვნენ.

ძალადობრივი გზით არჩევნების ჩატარება “ნაციონალური მოძრაობის” მახასიათებელი ბუნებრივი, თანამდევი სტილია. ჩვენ ვემიჯნებით და ცალსახად ვამბობთ, რომ ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ძალადობას არანაირი გამართლება აქვს. გამოძიება დაწყებულია და ეს იმის პირველი ნიშანია, რომ რეაგირება მოხდა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენი ამოცანა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა, “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება იმ ტიპის არჩევნების სცენარი, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა.

არსად მომხდარა მსგავსი ინციდენტი, გარდა იმ ერთი უბნისა, სადაც ბოკერია და მისი რაზმი იმყოფებოდა. დიახ, პროვოცირება მათგან იყო და, სამწუხაროდ, როდესაც ამ პროვოკაციას ცალკეული ადამიანი, საკმაოდ ცუდი სიტუაცია შეიქმნა. ძალადობას გამართლება არ ექნება, ამას მხარს არ დავუჭერთ და ამის წამხალისებელი არც ერთი ჩვენგანი იქნება. როდესაც ვლაპარაკობთ სამეგრელოს რეგიონზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულია იმ ძალადობრივი, რეპრესიული სისტემის და როდესაც მსხვერპლი მოძალადეების წარმომადგენელს ხვდება, წინასწარვე დაძაბული, საკმაოდ მაღალი ემოციური ფონია შექმნილი და აქ სიფრთხილეა საჭირო. როდესაც მოძალადეები მსხვერპლს ექცევიან მაპროვოცირებლად, ეს დაპირისპირების რისკს ზრდის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიპრობაციის სისტემაში დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის გადასახადები გაუქმდა
შემდეგი სტატიაგურჯაანის გამგებელმა პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა