ეკა ბესელია – პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას ბევრი მომხრე ეყოლება

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას ბევრი მომხრე ეყოლება.
ბესელიას თქმით, იგი მხარს დაუჭერს, რომ საქართველოს პატრიარქს ეს უფლება საკანონმდებლო დონეზე მიენიჭოს.
“ახლა პირველად გაჟღერდა საჯაროდ საქართველოს პატრიარქის ეს სურვილი და მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, თუ ჩვენ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ეს იქნებოდა ძალიან კარგი და სასარგებლო გადაწყვეტილება საქართველოს პატრიარქსაც ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოებაში. თუ პოლიტიკური თანხმობა იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი იქნება, რათა ეს უფლება საქართველოს პატრიარქს საკანონმდებლო დონეზე მიენიჭოს. მე მხარს დავუჭერ და მივესალმები ამ ინიციატივას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პატრიარქმა გუშინ პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა უწმინდესმა.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს აწესებს
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” დღეს ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს