ეკა ბესელია – პატრიარქის ხედვა და მოსაზრება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით საყურადღებოა

პატრიარქის ხედვა და მოსაზრება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ისევე, როგორც სხვა საკითხზე, საკმაოდ საყურადღებოა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმისას გაზიარებული იქნება ის მოსაზრება, რაც მისმა უწმინდესობამ ბრძანა ეპისტოლეში.

„ჩვენ სწორდ ამ ჭრილში ვუყურებთ ამ პრობლემას, რომ პოლიტიკა და რეფორმა ეფუძნებოდეს იმას, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ და რაც შეიძლება ცოტა ადამიანი იყოს, ვიდრე დღეს არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე და დიდ პრობლემას შევხედოთ მომავლის ჭრილში. რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ, ბუნებრივია, დაეფუძნება ამ კონცეფციას, რომ იყოს მეტი სერვისი, მეტი პრევენცია გამოყენებული, რათა ჩვენ შევცვალოთ ქვეყანაში არსებული ვითარება. ეს მოსაზრებაც იქნება გაზიარებული, რაც მისმა უწმინდესობამ ბრძანა ეპისტოლეში, ეს სწორედ თანხვედრაშია იმ ხედვასთან, რაც გვინდ, ამ რეფორმის შედეგად მივიღოთ და როდესაც განახლდება სამუშაო შეხვედრები ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ამ რეკომენდაციებსაც ყურადღებით მივიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ფართო დისკრეცია და არა დამნაშავეებთან გარიგების უფლება
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი – აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია, თითქოს ბერლინის კლინიკამ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება