(VIDEO) ეკა ბესელია პატიმრის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს

ეკა ბესელია პატიმრის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს, სადაც პატიმარი ალეკო ელისაშვილს თანხის სანაცვლოდ შეწყალების შეთავაზებაში სდებს ბრალს

“ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ წერილი პატიმრობაში მყოფი პირისგან, თუმცა ეს არ არის ერთადერთი წერილი, სადაც ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში სხვადასხვა უკანონო ფაქტებზე არის საუბარი. არის კონკრეტული განცხადება, სადაც კონკრეტული სახელით და გვარით მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის და ეს უკვე გამოძიებამ, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, უნდა დაკითხოს ეს პირი, მისი ადვოკატი, თავად ელისაშვილი და ამ ბრალდებებზე თავად უნდა გასცეს პასუხი”, -განაცხადა ეკა  ბესელიამ.

https://youtu.be/MieF_uEq8jg

banner
წინა სტატიაშისომალიში ტერაქტების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია(VIDEO) ნინო ბურჯანაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება