ეკა ბესელია: PACE-ს რეზოლუციაში საქართველოზე მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ ნეგატიური შეფასება არ ფიქსირდება.

როგორც ბესელია ამბობს, დოკუმენტში საქართველოს მიერ რაიმე დარღვევის ფაქტი არ ფიქსირდება.

“საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია მთელ დოკუმენტში, რომ საქართველოში ვითარება შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. ამაზე მომხსენებელი აკეთებს კონკრეტულ ჩანაწერს. საქართველოსთან დაკავშირებით არ არის არც ერთი კონკრეტული დარღვევის ფაქტი, არ არის არც ერთი ნეგატიური შეფასება და არ არის არც ერთი მაგალითი მოყვანილი, არც ერთ და არც მეორე ანგარიშში. ძალიან ხელოვნური იყო ეს და ვფიქრობ, ეს ჩიორა თაქთაქიშვილის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება”, – აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიქვების სროლა და შეიარაღებული პირი უბანზე – გარდაბნის არჩევნები ხმაურით დასრულდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი: ხელისუფლებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია დავალებად უნდა მიიღოს