ეკა ბესელია : “ოცნებას” 35 ათასი ლარი შევწირე, რაც დეკლარირებულია

ეკა ბესელია აცხადებს,რომ მის მიერ “ქართული ოცნებისთვის” შეწირული 35 ათასი ლარი დეკლარაციასთან სრულ შესაბამისობაშია.

“მე ვფიქრობ, ყველა სხვა შემთხვევებშიც იქნება დაცული ყველა პროცედურა. თქვენ იცით, რომ დეკლარაციები არის საჯარო, მათ შორის ჩემი დეკლარაციაც. ვინც ნახავს ჩემს დეკლარაციას, ყველა მიხვდება, რომ აბსოლუტურ შესაბამისობაშია შესაწირი, რომელიც მე განვახორციელე. ეს საჯარო ინფორმაციაა. ბუნებრივია, რომ არ ყოფილიყო შესაბამისობაში და რომ არ მქონოდა შესაბამისი თანხა დეკლარაციაში მითითებული, ვერც ეს შეწირულობა ვერ განხორციელდებოდა. ასეთ საკითხებს ძალიან ეთიკურად და კანონის დაცვით ვუყურებთ. ამ მხრივ, კითხვა არ არსებობს. 35 ათასი ლარი შევწირე, რაც დეკლარირებულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში თანამდებობები გადაანაწილა
შემდეგი სტატიადავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან – ირმა ინაშვილი