ეკა ბესელია : მთავრობას აქვს გეგმა,რომელიც დაასტაბილურებს ლარს და მოსახლეობა იგრძნობს შვებას

სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარი თითქმის 2.70 ლარამდე ავიდა, კურსი რამდენიმე წუთში ერთხელ იცვლება.

ლარიზაციის გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა , ექსპერტების კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას აქვს კომპლექსური გეგმა და მოკლე ვადაში უნდა მოხდეს ლარის დასტაბილურება.

,,ის ინიციატივები, რაც პრემიერ მინისტრმა გაახმოვანა მთავრობის სხდომაზე არის კომპლექსური ღონისძიებები რომლითაც მთავრობა აპირებს სწრაფად იმოქმედოს და დაუპისირისპიროს ამ პროცესს ის ქმედებები რომლითაც უნდა დასტაბილურდეს ვითარება და მოსახლეობამ იგრძნოს შვება,“- ამბობს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშისკანდალი გრძელდება: ვალერიან ცერცვაძე iTechnic -ისა და iPhone+-ის დავაზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია“რუსთავი2”-ის საქმე – ლევან მურუსიძე და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლას გამორიცხავენ