ეკა ბესელია: ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარების წინაშე, თბილისის დროით 14:00 საათზე წარსდგება და მისი გამოსვლა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.

მმართველი გუნდის განცხადებით, საუბარი შეეხება იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. ეკა ბესელიას განცხადებით, პრემიერს საშუალება ექნება გააქარწყლოს ის ინფორმაციები, რომლებიც ევროპელ კოლეგებს აქვთ მიწოდებული.

„ის ცალკეული, ზოგჯერ არასწორი ინფორმაციები, რაც ვრცელდება ხოლმე, იქნება სრულიად გაქარწყლებული, პრემიერის დღევანდელი გამოსვლა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის თავსაზრისით იქნება ბევრის მომცემი და ნათელი. კითხვაში არ არის სირთულე, რადგან ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი“, – აცხადებს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: მნიშვნელოვანია რა დოზით ისაუბრებს პრემიერი რუსულ ოკუპაციაზე
შემდეგი სტატია“რესპუბლიკურ პარტიაში” საარჩევნო სიის წევრებს სარეიტინგო კენჭისყრით შეარჩევენ