ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც “თაიმერს” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან აცნობეს, ეკა ბესელია პარიზში გამთენიისას გაემგზავრა.
კომიტეტის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღის წესრიგით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების როლისა და დაცვის გაძლიერება.
კომიტეტის წევრები იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს შეუსაბამო აკრძალვები არასამთავრობოების აქტივობებზე ევროპაში. განსაკუთრებული აქცენტი ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებების დაცვაზეც გაკეთდება.
ეკა ბესელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, ასევე მთლიანად ქვეყანაში უკვე განხორციელებულ პროექტებზე და რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე გაამახვილებს ყურადღებას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ენერგეტიკის სექტორში ადგილობრივი ბიზნესი ძალიან გააქტიურდა