ეკა ბესელია: ე. წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის

ე. წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

„ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ცალსახად ამბობს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები რამდენი უნდა იყოს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის ან უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ან ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ ამ მოდელზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატი ვახტანგ ხმალაძემ წარადგენს.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს
შემდეგი სტატიამურმან დუმბაძე: პოლიტიკური ნების შემთხვევაში “გერმანული მოდელის” მისაღებად საჭირო ხმების მოგროვება შეიძლება