ეკა ბესელია : ჩვენი მიზანია მშვიდად და ორგანიზებულად ჩავატაროთ მეორე ტური

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ძირითადად არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ კომენტარს ეკა ბესელია აკეთებს:

„მეორე ტური როდესაც ამდენ ოლქში ტარდება, ეს ნიშნავს პირველ რიგში იმას თუ რამდენად გაზრდილია დემოკრატიულობის ხარისხი და კონკურენტული გარემო და მაღალი ბარიერი, რომელიც ჩვენი ინიციატივით არის სწორედ შეთავაზებული ამომრჩევლისთვის, ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობას. ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მშვიდად და ძალიან მაღალი თავისუფლების ხარისხით, ორგანიზებულად და დემოკრატიულად ჩავატაროთ მეორე ტური,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა