ეკა ბესელია აუდიოჩანაწერზე: ბუნებრივია, კანონის ფარგლებში გაეცემათ მათ პაუხი

„ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს რომ მარცხდება არჩევნებში და ცდილობს ისევე ძალადობით დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არის მათი აუხდენელი ოცნება,- განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერის კომენტირებისას.

მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რესურსი, გამოძიების სახით, ყოველგვარ კანონდარღვევას მკაცრი პასუხი გასცეს.

„ბუნებრივია კანონის ფარგლებში გაეცემათ მათ პაუხი. ამ და სხვა განცხადებებში ვხედავთ, რომ რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ეს არა მათი ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ეს არის მათი რეალური სურვილი, ოცნება. ჩვენ ხელისუფლებას აქვს რესურსი, გამოძიების სახით, გასცეს ყოველგვარ კანონდარღვევას მკაცრი პასუხი და აღკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია , ძლიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და სწორედ ამომრჩეველს შეუძლია გასცეს პასუხი იმ ძალადობრივ წარსულზე, რომელიც გამოვიარეთ.

banner
წინა სტატიაში“აუდიოჩანაწერს „ქართული ოცნება“ მარტივი მიზეზის გამო აქვეყნებს, ისინი ჩემზე ცუდები არიან, ხმა მე მომეცითო”
შემდეგი სტატიახელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობა- სუს-მა გამოძიება დაიწყო