ეკა ბესელია 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება.

ეკა ბესელიას დაკითხვა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მოხდება.

როგორც ცნობილია, ეკა ბესელია ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის ადვოკატი იყო.

ე.წ.ფოტოგრაფების საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში იხილება ბრალდებულია კონტრდაზვერვის ყოფილი ჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და ასევე გლდანის მერვე საპყრობილის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე მუხაძე.

დევნოზაშვილს ბრალი ედება უფლებამოსილების გადამეტებაში ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ხოლო მუხაძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

banner
წინა სტატიაშიმუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სპეციალურ განცხადებს აკეთებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის აზრით, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი ნაჩქარევად უნდა შეჩერდეს